Axiom™ myDesign™ 384HT მომხმარებლის დიზაინით შექმნილი ტესტ-სისტემა
კატალოგის ნომერი: 000870
აღწერა:
384HT Axiom™ myDesign™ - ნაკრების საშუალებით შესაძლებელია გენოტიპირების პანელის შედგენა გენომური მასშტაბის ანალიზებისთვის, მათ შორის რეპლიკაციის, კარტირების და სხვა გენეტიკური კვლევებისთვის. Genotyping Solution - უნივერსალური პროტოკოლის გამოყენებით, myDesign-ის ტესტ-სისტემები გვთავაზობს მოქნილობის უპრეცენდენტო შესაძლებლობებებს, რათა შევქმნათ ოპტიმალური პანელი ჩვენთვის საინტერესო სახეობების კვლევისთვის.
პლანშეტი მოცავს 384 არეს, რომელიც თავის მხრივ აერთაინებს 1 500-დან 50 000-მდე გენეტიკურ მარკერს ერთ კონფიგურაციაში. შეკვეთის მინიმალური ზომა - 1920 ნიმუში.
myDesign - მომხმარებლის დიზაინით შექმნილი პანელების მახასიათებლებია:
- მოქნილი შემადგენლობა – პანელების სრულყოფილი დიზაინის შესაძლებლობა მკვლევარებს მათთვის საინტერესო SNP-ების შერჩევის თავისუფლებას ანიჭებს; ასევე შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა სახეობის გენეტიკური მარკერების გაერთიანება ერთ პანელში;
- მაღალი სიზუსტე – ყოველი SNP შექმნილია მაღალი ხარისხის სიზუსტით;
- მარკერების შერჩევის მეტი თავისუფლება;
- ეფექტური ფასი;
myDesign - ტესტ-სისტემები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატში და მოიცავს მარკერების განსხვავებულ რაოდენობას:
- 384HT myDesign Custom - ტესტ-სისტემები – 1,500-დან 50,000-მდე მარკერი თითოეულ არეში, 384 არე თითოეულ პლანშეტზე;
- myDesign სამიზნე გენოტიპირების (TG) ტესტ-სისტემები – 1,500-დან 200,000-მდე მარკერის გენოტიპირება თითოეულ არეში, გენომური სელექცია და სკრინინგი. პლანშეტები ხელმისაწვდომია 96 და 24 არიანი ფორმატით.
- myDesign გენომური მასშტაბის (GW) ტესტ-სისტემები – 200,000-დან 2.6 მლნ-მდე SNP-ტიპირება ვალიდაციისა და გენომური-მასშტაბის კვლევებისთვის. პლანშეტები ხელმისაწვდომია 96 და 24 არიანი ფორმატით. მრავალი ტიპის ასოციაციური კვლევების დიზაინი შესაძლოა განხორციელდეს მასშტაბური კვლევებისას.
myDesign გენოტიპირების სისტემა მოიცავს:
- Axiom 2.0 რეაგენტების ნაკრები 96 ნიმუშის ავტომატური ან მანუალური მომზადებისთვის, ან Axiom 2.0 384HT რეაგენტების ნაკრები 384 ნიმუშის ანალიზისთვის.
- პროტოკოლი ვალიდირებულია ავტომატიზებული მეთოდებით სამიზნე ნიმუშის მოსამზადებლად და ექსპერიმენტული არის დასამუშავებლად.
სპეციფიკაციები:
ტესტ-სისტემის ფორმატი: |
384-არიანი პლანშეტი |
---|---|
ტესტ-სისტემის ტიპი: |
გენის ასლთა რაოდენობების ანალიზი, გენოტიპირება |
არეების რაოდენობა: |
384 არე |
მარკერების რაოდენობა: |
1, 500 - 50,000 მარკერი |
პროდუქტის ზომა: |
1 x 384-არის პლანშეტი |
სახეობები: |
ადამიანი |